როგორ შევიძინო პროდუქტი ქლინშოპზე?
  • შეარჩიე სასურველი ნივთები ქლინშოპზე, დაამატე კალათაში, ან დააჭირე პირდაპირ ყიდვის ღილაკს
  • მიუთითე მისამართი, სადაც გსურს შეკვეთის მიღება
  • აირჩიე გადახდის მეთოდი და დააწექი შეკვეთის დასრულების ღილაკს
რა გადახდის მეთოდებია ხელმისაწვდომი?

ქლინშოპის ვებგვერდზე ანგარიშსწორება შესაძლებელია, ნებისმიერი Visa, Mastercard, Google Pay და Apple Pay-ით, როგორც ფიზიკური პირებისთვის ასევე იურიდიული პირებისთვის.

ასევე, საბანკო გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე – ამისთვის გადახდის მეთოდად მიუთითე ნაღდი ანგარიშსწორება (ადგილზე) ან საბანკო გადარიცხვა.

რამდენ ხანში ხდება შეკვეთის მიწოდება?
  • თბილისის მასშტაბით 1 დღეში, დღის ბოლოს შეკვეთილ პროდუქტს მომდევნო დღეს მიიღებთ, (მიწოდების საფასურია – 6 ლარი) ხოლო 100 ლარის ზემოთ უფასოთ
  • საქართველოს რეგიონებში 2-5 სამუშაო დღეში მიიღებთ, (მიწოდების საფასურია – 10 ლარი)
როგორ გავიგო ჩემი შეკვეთის სტატუსი?

შეკვეთის გაფორმების შემდეგ თქვენ მიიღებთ ელ.ფოსტით შეტყობინებას, სადაც მითითებული იქნება შეკვეთის დეტალები და სტატუსი.

შესაძლებელია თუ არა შეკვეთის გაუქმება?

დიახ, შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთა ჯერ არ არის გაგზავნილი. ამისთვის დაგვიკავშირდით რაც შეიძლება მალე.

შესაძლებელია პროდუქტის დაბრუნება?

დიახ, პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია შეძენიდან 14 დღის განმავლობაში, თუ პროდუქტი არ არის გამოყენებული და შენარჩუნებულია მისი ორიგინალური მდგომარეობა.

რა უნდა გავაკეთო თუ დაზიანებული პროდუქტი მივიღე?

თუ მიიღეთ დაზიანებული ან არასწორი პროდუქტი, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ 48 საათის განმავლობაში, რათა სწრაფად მოგვარდეს საკითხი.

არის თუ არა ჩემი პირადი ინფორმაცია დაცული?

დიახ, ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების თანამედროვე მეთოდებს, მათ შორის SSL დაცვას, რათა თქვენი პერსონალური ინფორმაცია იყოს დაცული.

როგორ დაგიკავშირდეთ?

თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტით ან საიტზე მითითებული საკონტაქტო ფორმის საშუალებით.

როგორ გავიგო ახალი პროდუქციის ან შეთავაზებების შესახებ?

ჩვენი ახალი პროდუქტებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი სიახლეები ან რეგულარულად ეწვიოთ საიტს cleanshop.ge და გამოგვყეთ სოციალურ ქსელებში