KIEHL Calinex ცემენტის ნადების და ცხიმის მოსაცილებელი საშუალება
41,00 ₾
თბილისში მიწოდება 3 სამუშაო საათში
აქტიური გამწმნედი საშუალება მჟავა ფუძეზე, ანტიკოროზიული დაცვით
არომატიზატორების და საღებავების გარეშე
აშორებს კირქვის და ნადების ლაქებს, ასევე ცხიმოვან, ზეთოვან და ცილოვან ჭუჭყს
გამოიყენება მექანიზებული დასუფთავებისას

გამოყენების სფერო
გამოიყენება მჟავა- და წყალგაუმტარი ზედაპირების და საგნების გასაწმენდად სანიტარულ სივრცეებში, საცურაო აუზებში, სამზარეულოებსა და კვების მრეწველობაში. ასევე ცემენტის ნარჩენების მოსაშორებლად იატაკების მჟავა- და წყალგამძლე საფარებიდან. მჟავისადმი მგრძნობიარე ზედაპირები, როგორიცაა ონკანებზე ქრომირებული საფარი, თითბერი, ანოდირებული ალუმინი, პოლიამიდი და მჟავა მგრძნობიარე ბუნებრივი და ხელოვნური ქვა შეიძლება დაზიანდეს მჟავაშემცველი საშუალებებით.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ დასამუშავებელი მასალის ზედაპირი გამძლეობაზე. მიმდებარე ზედაპირები და საგნები დაცული უნდა იყოს. აუცილებელია შემრევების და ნაკერების წინასარი დასველება ცივი წყლით.
ყოველდღიური დასუფთავება (გაწმენდა):
100‒500 მლ 8 ლ ცივ წყალზე. მოხმარება: 0,4‒1,9 მლ/მ².
ყოველდღიური დასუფთავება (ზედაპირების გაწმენდა):
100‒500 მლ 8 ლ ცივ წყალზე. მოხმარება: 0,3‒1,3 მლ/მ².
ყოველდღიური დასუფთავება (სველი გაწმენდა მანქანით):
100‒500 მლ 8 ლ ცივ წყალზე. მოხმარება: 1,3‒6,3 მლ/მ².
ინტენსიური დასუფთავება (სველი გაწმენდა მანქანით):
0,5‒1 ლ 8 ლ ცივ წყალზე. მოხმარება: 6,3‒12,5 მლ/მ².
ღრმა წმენდა (სველი წმენდა მანქანით):
1‒2 ლ 8 ლ ცივ წყალზე.
გაანაწილეთ სამუშაო საწმენდი ხსნარი, ხანმოკლე ექსპოზიციის შემდეგ, დაამუშავეთ ერთდისკიანი მანქანით და ჯაგრისით, შეაგროვეთ დარჩენილი ხსნარი წყლის მტვერსასრუტით და ზედაპირი კარგად ჩამობანეთ სუფთა წყლით. მოხმარება: 12.5‒25.0 მლ / მ².
ქაფოვანი წმენდა:
ჩაასხით განუზავებელი საშუალება კონტეინერში. დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე, ქაფის გენერატორის დოზატორი მომართეთ თანაფარდობით 1:4-1:10, დაფარეთ ზედაპირი ქაფით და ხანმოკლე ზემოქმედების შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით. მოხმარება: 15,0‒37,0 მლ/მ².
ზედაპირები და სამზარეულო ხელსაწყოები, რომლებიც უშუალო კონტაქტშია კვების პროდუქტებთან,
სათანადოდ გაავლეთ სუფთა წყლით. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენება განუზავებელ მდგომარეობაშიც.

მითითება
მწარმოებელი არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!
შემადგენლობა (შესაბამისობაშია 648/2004/ЕС)
არაიონური სურფაქტანტები <5%, არაორგანული მჟავები, წყალში ხსნადი გამხსნელები, კოროზიისგან დამცავი საშუალებები.. pH კონცენტრატში: < 0,5 pH სამუშაო ხსნარში: დაახლოებით 1,5
მარკირება
მარკირება (კონცენტრატში): საშიში. H314 კანზე და თვალში მოხვედრისას იწვევს ქიმიურ დამწვრობებს. P280 გამოიყენება ხელთათმანები/ თვალის და სახის დამცავი საშუალებები. P305+P351+P338 თვალში მოხვედრისას: ფრთხილად დაიბანეთ თვალი წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოიხსენით კონტაქტური ლინზები, გამოყენების შემთხვევაში, გააგრძელეთ წყლით დამუშავება. P308+P313 ПРИ ზემოქმედებაზე ეჭვის შემთხვევაში: მიმართეთ ექიმს. შეიცავს: Phosphoric Acid (INCI)
| მოცულობა | 1 ლიტრი |
|---|---|
| ბრენდი | KIEHL |
| წარმოება | გერმანია |
მგავსი პროდუქტები
KIEHL Xon-forte ქაფოვანი საწმენდი საშუალება კვების მრეწველობის ობიექტებისთვის
მარაგშია
50,00 ₾ – 139,00 ₾Price range: 50,00 ₾ through 139,00 ₾KIEHL Exet 3 ჟანგის ლაქების მოსაცილებები საშუალება
მარაგშია
33,00 ₾KIEHL Sanpurid-citro
მარაგშია
25,00 ₾KIEHL Carp-Acryl შამპუნი ხალიჩების ღრმა წმენდისთვის
მარაგშია
437,00 ₾KIEHL Exet 2 მელნის და ფლომასტერის ლაქების ამომყვანი საშუალება
მარაგშია
40,00 ₾








