KIEHL Vinox-eco ცხიმოვანი ჭუჭყის და ნადების მოსაცილებელი საშუალება
43,00 ₾ – 347,00 ₾Price range: 43,00 ₾ through 347,00 ₾
თბილისში მიწოდება 3 სამუშაო საათში
სწრაფმოქმედი აქტიური საშუალება ნადების და ცხიმოვანი ჭუჭყის მოსაცილებლად
მჟავების ეკოლოგიურად მოწინავე კომბინაცია
ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტები უზრუნველყოფენ კირქვის ინტენსიურ დაშლას და ზეთისა და ცხიმის შემცველი ჭუჭყის კარგ ემულსიფიკაციას
არომატიზატორებისა და საღებავების გარეშე
იდეალურია სანიტარულ ზონებში გამოყენებისთვის
სერთიფიცირებული ევროპული და ავსტრიული ეკო-ეტიკეტით
გამოყენების სფერო
გამოიყენება მჟავა- და წყალგამძლე ზედაპირებსა და საგნებზე, მაგალითად, კედლისა და იატაკის კერამიკული ფილები, უჟანგავი ფოლადის სამუშაო ზედაპირებსა და ქვაბებზე, რეკომენდირებულია კვების ბლოკებსა და სავაჭრო სექტორში გამოყენებისათვის. გარდა ამისა, გამოიყენება ცემენტის ნადების მოსაცილებლად იატაკის ზედაპირებიდან. მჟავისადმი მგრძნობიარე ზედაპირები, როგორებიცაა ონკანებზე ქრომირებული საფარი, თითბერი, ანოდირებული ალუმინი, პოლიამიდი და მჟავა მგრძნობიარე ბუნებრივი და ხელოვნური ქვა შეიძლება დაზიანდეს მჟავეშემცველი საშუალებებით.
გამოყენება
პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ დასამუშავებელი მასალის ზედაპირი გამძლეობაზე. მიმდებარე ზედაპირები და საგნები დაცული უნდა იყოს. აუცილებელია შემრევების და ნაკერების წინასარი დასველება ცივი წყლით.
დაბინძურების ნორმალური დონე
ყოველდღიური დასუფთავება (ზედაპირების გაწმენდა):
400 მლ 8 ლ ცივ წყალთან. მოხმარება: 4,0 მლ/მ².
დაბინძურების მაღალი დონე
ღრმა წმენდა (სველი წმენდა მანქანით):
დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე 1‒2 ლ 8 ლ ცივ წყალთან.
გაანაწილეთ სამუშაო გამწმენდი ხსნარი, ზემოქმედების ხანმოკლე პერიოდის შემდეგ დაამუშავეთ ერთდისკიანი მანქანით და ჯაგრისით, შეაგროვეთ დარჩენილი სითხე წყლის მტვერსასრუტით და საგულდაგულოდ გაავლეთ ზედაპირი სუფთა წყლით. მოხმარება: 6,0‒12,0 მლ/მ².
ქაფოვანი წმენდა:
ჩაასხით განუზავებელი საშუალება კონტეინერში. დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე, ქაფის გენერატორის დოზატორი მომართეთ თანაფარდობით 1:4 – 1:10, დაფარეთ ზედაპირი ქაფით და ხანმოკლე ზემოქმედების შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით. მოხმარება: 20,0‒50,0 მლ/მ².
ზედაპირები და სამზარეულო ხელსაწყოები, რომლებიც უშუალო კონტაქტშია კვების პროდუქტებთან, სათანადოდ გაავლეთ სუფთა წყლით. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენება განუზავებელ მდგომარეობაშიც.
მითითება
მწარმოებელი არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე. მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის! სწორი დოზირება ამცირებს ხარჯებს და იცავს გარემოს. ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები წარმოებულია მცენარეულ ნედლეულზე. შესაფუთი მასალა გადამუშავებადია.
შემადგენლობა (შესაბამისობაშია 648/2004/ЕС)
არაიონური სურფაქტანტები 5-15%, ორგანული მჟავები, წყალში ხსნადი გამხსნელები, ანტიკოროზიული საშუალებები.
მარკირება
მარკირება (კონცენტრატში): საშიშია. H314 კანზე და თვალში მოხვედრისას იწვევს ქიმიურ დამწვრობებს. P280 გამოიყენება ხელთათმანები/ თვალის და სახის დამცავი საშუალებები. P305+P351+P338 თვალში მოხვედრისას: ფრთხილად დაიბანეთ თვალი წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოიხსენით კონტაქტური ლინზები, გამოყენების შემთხვევაში, გააგრძელეთ წყლით დამუშავება. P308+P313 ПРИ ზემოქმედებაზე ეჭვის შემთხვევაში: მიმართეთ ექიმს. შეიცავს: Methanesulphonic Acid (INCI)
| ბრენდი | KIEHL |
|---|---|
| მოცულობა | 1 ლიტრი, 10 ლიტრი |
| წარმოება | გერმანია |
მგავსი პროდუქტები
KIEHL Multi-Disc პადი
მარაგშია
57,00 ₾KIEHL Carpasol ხალიჩის ღრმა საწმენდი საშუალება ექსტრაქციის მეთოდით
მარაგშია
266,00 ₾Kiehl Litho პადი
მარაგშია
119,00 ₾KIEHL Rivamat სპეციალური გამწმენდი საშუალება, სურფაქტანტების გარეშე
მარაგშია
35,00 ₾ – 277,00 ₾Price range: 35,00 ₾ through 277,00 ₾KIEHL Xon-forte ქაფოვანი საწმენდი საშუალება კვების მრეწველობის ობიექტებისთვის
მარაგშია
50,00 ₾ – 139,00 ₾Price range: 50,00 ₾ through 139,00 ₾








